Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | საყდრისის დასაცავად ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან საპროტესტო აქცია გაიმართა
ipn.ge
21 December 2014, 19:20
საყდრისის დაცვის კომიტეტისა და სტუდენტების ორგანიზებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან საპროტესტო აქცია გაიმართა. როგორც აქციის მონაწილეებმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, მათ დაგმეს ის განცხადებები, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა ბოლო პერიოდში საყდრისის აფეთქებასთან დაკავშირებით გააკეთა. მათივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები არ იყო სწორი და ადეკვატური.
პრემიერის სახლიდან აქციის მონაწილეები ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან. ისინი მსვლელობას აწყობენ ტრანსფარანტებით, შეძახილებითა და საყვირებით.
კანცელარიასთან დაგეგმილია საყდრისთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ საყდრისში აფეთქებას და მოითხოვენ სამუშაოების შეჩერებას. მსვლელობას თან მიჰყვებიან საპატრულო ეპიკაჟები, პატრულის თანამშრომლებსა და მსვლელობის მონაწილეებს შორის მცირე ინციდენტიც მოხდა. მომიტინგეებმა მსვლელობისთვის საავტომობილო გზის ნაწილის დათმობა მოითხოვეს, თუმცა ამის საშუალება პოლიციამ არ მისცა. ინციდენტი მალევე ამოიწურა.

წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი